Aa
Aa

ზამთრის თასი - ფინალში "დინამო" რუსთავის "GFF-აკადემიას" დაუპირისპირდება

ბათუმში ზამთრის თასი 2020-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ჯგუფური ეტაპით დაიწყო.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ფეხბურთის ფედერაციის აკდემიის გუნდები შეხვდებიან.

ნახევარფინალში თბილისელებმა ზუგდიდის GFF აკადემია დიდი ანგარიშით 9:2 დაამრცხეს, ხოლო რუსთავის აკადემიის ფეხბურთელებმა საბურთალოს 4:2 მოუგოს.

ხვალ ფინალური შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება.

მანამდე კი 13:30 საათიდან ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს.

წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ.

უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

ლეგენდების ფინალური მატჩი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირზე დასასწრები ბილეთები კი 2 ლარი ღირს.

 ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

 

დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივარი

 

ოთარ მარცვალაძე

 

გიორგი დემეტრაძე

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები