Aa
Aa

„არსენალი" კესით ინტერესდება - „მილანი" 25 მილიონ ევროს ითხოვს

Sky Sport Italia აცხადებს, რომ „არსენალი“ „მილანს“ დაუკავშირდა და „როსონერისგან“ ფრანკ კესის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ამ ცნობას სხვა იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ და დასძენენ, რომ „შავ-წითლებმა“ ინგლისელ კოლეგებს გამოსასყიდი თანხაც დაუსახელეს.

„მილანი“ კესის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს და ამ თანხის დახარჯვას მის შემცვლელზე აპირებს, რომელიც სავარაუდოდ ემრე ჯანი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ „როსონერი“ კესის გასხვისების გარდა, მის გაცვლასაც განიხილავს. „როსონერი“ უპირატესობას სწორედ ამ ვარიანტს ანიჭებს და სურს, რომ კესი ვესინოს სანაცვლოდ „ინტერს“ დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ კოტ-დივუარელი საყრდენი „მილანის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. „როსონერის“ მაისურით ჩატარებულ 112 შეხვედრაში მას 13 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები