Aa
Aa

„მილანი" ოლმოს არ ეშვება - მთავარი დაბრკოლება აგენტთა მოთხოვნებია?

უცხოურ პრესაში წერენ, რომ „მილანი“ დანი ოლმოს ტრანსფერით ინტერესდება და მზადაა ესპანელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა ზაგრების „დინამოს“ 25 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები სურს.

Sky Sport Italia აცხადებს, რომ ტრანსფერის გასაჩარხად „როსონერის“ მოუწევს ხორვატული გუნდი დათმობებზე წასვლაზე დაიყოლიოს, მაგრამ დასძენს, რომ მთავარი დაბრკოლება ოლმოს აგენტების მოთხოვნებს უკავშირდება.

როგორც ირკვევა მათ სურთ, რომ ტრანსფერიდან საკომისიოს სახით 7 მილიონი, ხოლო ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 3 მილიონი ევრო მიიღონ. პლუს ამას თუ „მილანი“ ან სხვა გუნდი, მომავალში ოლმოს გასხვისებას გადაწყვეტს, ესპანელის აგენტებს სურთ გამოსასყიდი თანხის რაღაც პროცენტი მათ ანგარიშზე გადაირიცხოს.

მოკლედ ოლმოს წარმომადგენლების მოთხოვნები, მის „სან სიროზე“ გადასვლას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. იტალიაში კი ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით „მილანი“ არჩევანს სხვა ფეხბურთელზე შეაჩერებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები