Aa
Aa

უარი 15 მილიონზე - "ხეტაფეს" დაკონამის მსურველთა რიგი უდგას

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, „ხეტაფეს“ ცენტრალურ მცველ დიენე დაკონამს, პრემიერ ლიგის არაერთ გუნდთან ერთად, ფრანგული „მონაკოს“ სახით სერიოზული მსურველი ჰყავს.

„მონეგასკებმა“ ესპანელებს ტოგოელი უკანახაზელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს, რადგან „ხეტაფე“ დაკონამს, სულ მცირე, 26 მილიონ ევროდ აფასებს.

„მონაკოს“ გარდა, დაკონამს „კრისტალ პალასი“, „ტოტენჰემი“, „ევერტონი“, „ბორნმუთი“ და „არსენალი“ ეპატიჟებიან, ამიტომ მადრიდელები გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებენ და უფრო სარფიან წინადადებას დაელოდებიან.

28 წლის მცველი „ხეტაფემ“ 2017 წელს, ბელგიური „სენტ ტრუიდენიდან“ მხოლოდ 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ დაკონამი გუნდის ძირითადის უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები