Aa
Aa

მოურინიო გაბრაზებულია და კონტეს აკრიტიკებს

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ანტონიო კონტე გააკრიტიკა. „მოუს“ უკმაყოფილება იტალიელი სპეციალისტის მიერ ერიქსენთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

„დეზების“ თავკაცმა საკუთარი მოსაზრება რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და აღნიშნა.

„კონტემ საჯაროდ თქვა, რომ ერიქსენის ინტერში გადასვლის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს.

ჩვენ, მწვრთნელებმა სხვა კლუბების ფეხბურთელებზე ასე მანამ არ უნდა ვისაუბროთ, სანამ ისინი ჩვენი ფეხბურთელები გახდებიან. თქვენ ჟედსონის შესახებ ბევრჯერ მკითხეთ, მაგრამ მე არაფერი მითქვამს.

თუ ინტერი ერიქსენის ტრანსფერში დარწმუნებულია, ასე იმიტომაა, რომ ისინი მზად არიან შეთავაზება გაგვიკეთონ. თუმცა მათ ჩვენთვის წინადადებით ჯერ არ მოუმართავთ. გამომდინარე აქედან, მიკვირს, როცა ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აკისრიათ ასეთი განცხადებებით გამოდიან“.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის მიხედვით „ტოტენჰემმა“ და „ინტერმა“ ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელის „ნერაძურიში“ გადასვლამდე ფორმალობები რჩება. „შავ-ლურჯები” დანიელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიან და მასთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები