Aa
Aa

ეიტონის ისტორიული მატჩი - 26 ქულა და 21 მოხსნა „ნიქსის" წინააღმდეგ

დეანდრე ეიტონმა „ფინიქს სანსის“ რეკორდი დაამყარა. 2018 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და მატჩი 26 ქულითა და 21 მოხსნით დაასრულა. შედეგად ეიტონი „სანსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 20 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.

დეანდრემ ეს მიღწევა 21 წლისა და 177 დღის ასაკში გაიფორმა. მან ერლ უილიამსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც მსგავსი შედეგი 23 წლისა და 357 დღის ასაკში ჰქონდა დაფიქსირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეიტონი 2008 წლის შემდეგ „სანსის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 25 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა.

აქვე გეტყვით, რომ „ფინიქსმა“ „ნიქსი“ უშანსოდ, 121-98 დაამარცხა. დეანდრეს გარდა არიზონელთა წარმატების მთავარი შემოქმედები დევინ ბუკერი და რიკი რუბიო იყვნენ. ამ უკანასკნელს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა და აქტივში 25 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ბუკერი 29 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები