Daily Mail - ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
Aa
Aa

Daily Mail - ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ანაზღაურების სახით კვირაში 130000 ფუნტს მიიღებს.

Daily Mail წერს, რომ ახლა „წითელმა ეშმაკებმა“ „სპორტინგი“ უნდა დაიყოლიონ. როგორც ირკვევა ჟორჟე მენდეში „ლომებს“ „ოცნებათა თეატრის“ ბინადრების წინადადებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

გაზეთი ასევე გვაუწყებს, რომ „მანჩესტერი“ „სპორტინგს“ 50 მილიონ ფუნტს პლუს ბონუსებს შესთავაზებს, რომელიც 10 მილიონამდე გაიზრდება და სავარაუდოდ „ლომები“ „იუნაიტედის“ წინადადებაზე თანხმობას განაცხადებენ.

პორტუგალიური გამოცემა Record-ის მიხედვით, ბრუნო ფერნანდეში ინგლისში ახლოეს მომავალში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 25 წლის ნახევარმცველის შეძენით გასულ ზაფხულშიც ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ „ლომებთან“ ტრანსფერის დეტალები ვერ შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები