Aa
Aa

ტებასის ინიციატივა - იკერი ფედერაციის პრეზიდენტად?

გავლენიანი მადრიდული გამოცემა Cadena COPE-ს ინფორმაციით, არაა გამორიცხული, იკერ კასილიასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

როგორც COPE წერს, ეს ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის ინიციატივაა, რომელიც ლეგენდარულ მეკარესთან შეხვედრასა და მისთვის სპეციალური წინადადებით მიმართვას გეგმავს.

პრეზიდენტის არჩევნები მარტის ბოლოსაა დაგეგმილი, ტებასი კი კასილიასს შესთავაზებს, რომ მთავარი ესპანური საფეხბურთო ორგანოს პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, რაშიც მისი კონკურენტი, ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი იქნება.

38 წლის ვარსკვლავის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. თუკი ის არჩევნებში მონაწილეობას იუარებს, უდიდესი ალბათობით, რუბიალესი პრეზიდენტის პოსტს 2024 წლამდე შეინარჩუნებს.

იკერ კასილიასს აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. იგი ამჟამად „პორტუს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები