Aa
Aa

დუმბიას რეკორდი და „დიროუზის" 7-მატჩიანი სერია

„დეტროიტის“ ორი კალათბურთელისთვის „ბოსტონთან“ გამართული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. სეკუ დუმბიამ „პისტონსის“ ისტორია დაწერა, ხოლო დერიკ როუზმა 2010-11 წლების სეზონის შემდეგ, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

„სელთიქსის“ წინააღმდეგ დუმბიამ 24 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. 2019 წლის დრაფტის მე-15 ნომერი „დეტროიტის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

დუმბიამ 20 ქულა 19 წლისა და 23 დღის ასაკში გაიფორმა და ანდრე დრამონდის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც იგივე შედეგი 19 წლისა და 91 დღის ასაკში დააფიქსირა.

დერიკ როუზს რაც შეეხება, „პისტონსის“ გამთამაშებელმა 20 ქულაზე მეტი ზედიზედ მე-7 შეხვედრაში დააგროვა, რაც 2011 წლის შემდეგ, მისთვის საუკეთესო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ „დეტროიტმა“ სტუმრად „ბოსტონი“ 116-103 დაამარცხა და მიმდინარე რეგულარულში მე-15 გამარჯვება მოიპოვა. „პისტონსი“ ფლეიოფში გასასვლელად იბრძვის და მერვე პოზიციაზე მყოფ „ბრუკლინ ნეთსს“ 3 მოგებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები