მრავალფეროვანი შენგელია -
Aa
Aa

მრავალფეროვანი შენგელია - "ბასკონია" სტუმრად "ზენიტთან" დამარცხდა

ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სანკტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 72:66 დამარცხდა.

ვიტორიელებმა პირველი მეოთხედი 16:23 დათმეს და ამის შემდეგ თითქმის მთელი შეხვედრა „ზენიტი“ ლიდერობდა. მეოთხე მეოთხედში „ბასკონიამ“ დაწინაურება მოახერხა, თუმცა ბოლო წუთები უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს და დამსახურებულადაც მოიგეს.

„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 36:57 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 13 ქულა, 6 მოხსნა, 6 გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო.

შენგელიას ჩატენვა

ნატურალიზებულმა ქართველმა მეტ ჯენინგმა სამი ზუსტი სამიანი ესროლა და სამივე კალათში მოათავსა.

„ბასკონია“ 7 გამარჯვებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები