ოფიციალურად: კრიხოვიაკი კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს!
Aa
Aa

ოფიციალურად: კრიხოვიაკი კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს!

პოლონეთის ნაკრებისა და "სევილიას" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა გრეგორც კრიხოვიაკმა, ფრანგულ "პსჟ"-სთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

"ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ბედნიერი ვარ საფრანგეთში დაბრუნებით და იმით, რომ "პსჟ"-ს დონის გუნდში თამაშის შესაძლებლობა მეძლევა". 

"უნაი ემერისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა და მშვენიერია, რომ აქაც მასთან ერთად ვიქნები".

"აქ ბევრი თამაშისა და ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი. ეს დიდი გამოწვევაა, რომლის მისაღებადაც, ვფიქრობ, მზად ვარ". - განაცხადა კრიხოვიაკმა "პსჟ"-ს ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

26 წლის პოლონელი ნახევარმცველი 2008-2014 წლებში "ბორდოს", "ნანტისა" და "რეიმსის" ღირსებას იცავდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები