Aa
Aa

ჟირუს "ინტერში" კვირის ბოლომდე ელოდებიან

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ინტერი“ „ჩელსის“ საბოლოოდ მოელაპარაკა და ოლივიე ჟირუ სულ მალე „ნერაძურის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც გამოცემა წერს, მილანელები ლონდონელებს, ტრანსფერის სანაცვლოდ, 4.5 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება.

ვეტერან ფრანგ ფორვარდს იტალიაში კვირის ბოლომდე ელოდებიან, იგი „შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ „ინტერი“ პარალელურად მატეო პოლიტანოსა და ლეონარდო სპინაცოლას გაცვლაზე მუშაობს და საქმე თითქმის მოგვარებული აქვს. პოლიტანო „რომას“ ფეხბურთელი გახდება, ხოლო სპინაცოლა „ჯუზეპე მეაცას“ მიაშურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები