„იბეროსტარ ტენერიფეს
Aa
Aa

„იბეროსტარ ტენერიფეს" მეორე მარცხი - დიქსონმა შერმადინს აჯობა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ საკუთარ კედლებში მაიკლ დიქსონით გაძლიერებულ „ნიმბურკს“ დაუპირისპირდა და 84-89 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი და 34 წამი გაატარა და 8 ქულასა და 5 მოხსნას დასჯერდა. „შერმინატორმა“ 5-დან 2 ორქულიანი და 4 საჯარიმო გამოიყენა, თუმცა ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

„ნიმბურკის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ზემოთ ხსენებულმა მაიკლ დიქსონმა შეიტანა. ეს უკანასკნელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრა 21 ქულით, 4 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დამარცხდა. ესპანელები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებენ და მათ ფეხდაფეხ „ნიმბურკი“ მისდევთ.

შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, სტუმრად „გაზიანთეფის“ წინააღმდეგ გამართავს. „ნიმბურკს“ რაც შეეხება, დიქსონი და კომპანია 21 იანვარს საშინაო არენაზე მესამეადგილოსან „ნიჟნი ნოვგოროდს“ შეერკინებიან. აღსანიშნავია, რომ პლეიოფის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები