Aa
Aa

კურზავას უარი "ინტერს", თუმცა იტალიელები არ დანებდებიან...

ფრანგული L’Equipe-ს თქმით, მილანის „ინტერმა“ პსჟ-სთან ლეივინ კურზავას ტრანსფერზე მოლაპარაკება სცადა, თუმცა იტალიაში გადასვლა თავად ფეხბურთელმა იუარა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ „ნერაძური“ დანებებას არ აპირებს და მეორე შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, რომლითაც კურზავას დაყოლიებას კიდევ ერთხელ ეცდება.

თავად ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვება დღის წესრიგში არ აქვს, თუმცა თუკი ასე მოხდება, კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს.

27 წლის მარცხენა მცველი სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა. მას პარიზელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები