Aa
Aa

"ბარსას" ახალი ვარიანტები - ვინ შეცვლის სუარესს?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლუის სუარესის შესაძლო შემცვლელის ჩამონათვალს, რაფაელ ლეაო და გაბრიელ ბარბოსაც შეუერთდნენ.

ურუგვაელი „ბლაუგრანას“ პრაქტიკულად სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, იანვარში კი ცენტრფორვარდის დამატების აუცილებლობა გახდა და კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე მუშაობას იწყებს.

21 წლის ლეაო ამჟამად „მილანის“ ფეხბურთელია და ძნელი სათქმელია, გაუშვებს თუ არა მას „როსონერი“ სეზონის მიმდინარეობისას, გაბიგოლი კი „ინტერის“ საკუთრებაა, თუმცა „ნერაძურის“ გეგმებში მისი დატოვება არ შედის და ეს ვარიანტი გაცილებით რეალურად მოსჩანს.

ბრაზილიელმა ფორვარდმა ბოლო სეზონი „ფლამენგოში“ გაატარა და მასთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი მოიგო. შესაბამისად, „მენგოში“ დარჩენის სურვილიც აქვს, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც „ინტერზეა“, რომელსაც ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გაბიგოლს პრემიერ ლიგის კლუბები - „კრისტალ პალასი“, „ვესტ ჰემი“ და „ტოტენჰემიც“ ეპატიჟებიან.

რაც შეეხება „ბარსას“ სხვა ვარიანტებს, მას კარლოს ველა, დონიელ მალენი, ვიქტორ ოსიმჰენი და კრისტიან სტუანი შეადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები