Aa
Aa

"ჰაცუ ბაშო": ტოჩინოშინის მარცხი დაძაბულ ბრძოლაში

„ჰაცუ ბაშოს“ მე-3 დღეს ქართველი რიკიში ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული იყო. ლევანმა მეტოქის დაგდება სცადა, თუმცა რიუდენი მას დაუსხლტა, რის შემდეგაც დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და შემდეგ მარტივად გადაიყვანა.

 

ლევან გორგაძე რიუდენს დღემდე 3-ჯერ შეერკინა და 2 ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა. ერთი მარცხი კი გასულ ბაშოზე იწვნია.

ტურნირის მე-4 დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი „ჰაცუ ბაშოზე“ მე-6 მაეგაშირას რანგით ასპარეზობს. წინა ტურნირზე ნეკნის გატეხვის გამო, გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა და სეკივაკეს შემდეგ მე-6 მაეგაშირობამდე დაქვეითდა.

ცხელი ამბები