Aa
Aa

გილჯეს-ალექსანდერის ისტორიული მატჩი - შეიმ შაკის რეკორდი დაამხო

„ოკლაჰომა სითის“ მოთამაშემ, შეი გილჯეს-ალექსანდერმა „მინესოტასთან“ მატჩში ისტორია დაწერა.

„ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გილჯეს-ალექსანდერმა აქტივში 20 ქულა, 20 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. შეიმ შაკილ ონილის რეკორდი დაამხო და ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც 20-ქულიანი სამმაგი დუბლი გაიფორმა.

გილჯეს-ალექსანდერმა ისტორიული შედეგი 21 წლისა და 185 დღის ასაკში დააფიქსირა. ონილმა კი 20-ქულიანი ტრიპლ-დაბლი 1993 წელს, 21 წლისა და 259 დღის ასაკში მიითვალა. მაშინ შაკი 24 ქულით, 28 მოხსნითა და 15 დაფარებით გამოირჩა.

აქვე გეტყვით, რომ „ოკლაჰომამ“ „მინესოტა“ 117-104 დაამარცხა. „თანდერის“ რიგებში საუკეთესო დანილო გალინარი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. ტერენს ფერგიუსონმა და დენის შროდერმა კი 14-14 ქულა ჩააგდეს.

„ტიმბერვულვზთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ოქეისის“ 23 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს. „თანდერი“ მეორეადგილოსან „დენვერს“ მხოლოდ 4 მოგებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები