Aa
Aa

NBA-ში დეროუზენი და რიჩარდსონი გამოარჩიეს

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოაციაციაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.

დასავლეთ კონფერენციაში NBA-მ დემარ დეროუზენი გამოარჩია. 30 წლის მსროლელმა მცველმა „სპურსს“ 4-დან 3 შეხვედრა მოაგებინა და საშუალოდ 29.3 ქულას, 6.5 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას აგროვებდა.

დეროუზენის ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით ტექსასელებმა „მილუოკი“, „ბოსტონი“ და „ტორონტო“ დაამარცხეს, ხოლო „მემფისთან“ განცდილ მარცხში, დემარი 36 ქულით თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ.

აღმოსავლეთ კონფერენციას რაც შეეხება, აქ NBA-ის რჩეული „ფილადელფიას“ მსროლელი მცველი, ჯოშ რიჩარდსონი გახდა. გასულ კვირაში „სიქსერსმა“ 3-დან ორი შეხვედრა მოიგო, „ჯეი რიჩი“ კი საშუალოდ 22.7 ქულას, 2.3 მოხსნასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეგულარულში დეროუზენი და რიჩარდსონი კვირის საუკეთესო მოთამაშეები პირველად გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები