კატალონიური პრესა: მისი წარმომადგენლები უკვე ბარსელონაში არიან - სეტიენი მთავარი ფავორიტია!
Aa
Aa

კატალონიური პრესა: მისი წარმომადგენლები უკვე ბარსელონაში არიან - სეტიენი მთავარი ფავორიტია!

კატალონიური Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" გაწვრთნის მთავარ კანდიდატად კიკე სეტიენი უნდა ჩაითვალოს. როგორც წყარო ირწმუნება, ერნესტო ვალვერდეს გაშვება უახლოეს საათებში დადასტურდება, გუნდის თავკაცად კი სწორედ სეტიენი დაინიშნება.

რადიო RAC-1 წერს იუწყება, რომ "ბეტისის" ყოფილი მწვრთნელის წარმომადგენლები უკვე ბარსელონაში არიან და "ბარსას" ხელმძღვანელებთან შესაძლო თანამშრომლობის დეტალებს ათანხმებენ. 

კიკე სეტიენი 2015-17 წლებში "ლას პალმასს" წვრთნიდა, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი "ბეტისის" დამრიგებელი გახლდათ. 

უკვე ცნობილია, რომ "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუც ესწრებოდა, დასრულდა. იმის ამსახველი ფოტო, თუ როგორ ტოვებს ბარტომეუ "ნოუ კამპის" მიმდებარე ტერიტორიას, Sport-მა გაავრცელა.

იმავე Sport-ის თქმით, "ბარსა" ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი აბიდალი დაესწრებიან.

61 წლის სეტიენის გარდა, პრესამ "ბარსელონას" მაურისიო პოჩეტინო, მასიმილიანო ალეგრი და ხავიერ გარსია პიმიენტა დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები