Aa
Aa

სუარესის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა - ვის უმიზნებს „ბარსა"?

Goal.com გვატყობინებს, რომ „ბარსელონა“ ზამთარში ლაუტარო მარტინესისა და კარლოს ველას გადაბირებაზე იფიქრებს. „ბლაუგრანას“ იანვარში ტრანსფერების გაჩარხვა არ სურდა, თუმცა სუარესის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა.

ურუგვაელი თავდამსხმელი 4-დან 6 თვემდე იუქმებს და „ბარსა“ იძულებული გახდა მისი შემცვლელი მოძებნოს. Goal.com-ის თანახმად ლაუტარო კატალონიელთა მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ისინი არგენტინელის გადაბირებას ზაფხულში აპირებდნენ.

კარლოს ველას რაც შეეხება, მექსიკელს „ბარსელონას“ შარშან უკავშირდებდნენ, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო არაფერი გამოვიდა.

Goal.com დასძენს, რომ „ბლაუგრანას“ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან გაუჭირდება და მიზნის მისაღწევად სერიოზული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს. ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა. „ლოს ანჯელესი“ კი ველას გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები