ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მანჩესტერი" ლეგენდამ დატოვა!

ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" ცოცხალმა ლეგენდამ დატოვა. 

29 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბიდან რაიან გიგზი წავიდა. ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც "იუნაიტედის" საიტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც უელსელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან და სამომავლო წარმატებას უსურვებენ. 

გიგზი ბოლოს ლუი ვან გაალის ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა გუნდში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, მისი მანჩესტერული მომავალი ბუნდოვანი გახდა. პორტუგალიელმა თანაშემწედ, თავისი დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარი რუი ფარია მოიყვანა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები