Aa
Aa

ფერნანდეში „მანჩესტერს" უახლოვდება

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ნიკოლო შირა იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ბრუნო ფერნანდეშის აგენტებს შორის შეთანხმება შედგა. „წითელი ეშმაკები“ პორტუგალიელ ფეხბურთელს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუფორმებენ და იგი ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიელი ჟურნალისტის მიხედვით, ახლა მთავარი დაბრკოლება „სპორტინგის“ დაყოლიებაა. შირას თქმით მანჩესტერელებმა „ლომებს“ თავიანთი სურვილის შესახებ უკვე შეატყობინეს და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი უპრობლემოდ მოგვარდება.

გავრცელებული ინფორმაციით „წითელი ეშმაკები“ „სპორტინგთან“ მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ და უახლოეს მომავალში ტრანსფერის საბოლოო დეტალების შეთანხმებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 25 წლის ნახევარმცველის შეძენით გასულ ზაფხულშიც ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ „ლომებთან“ ტრანსფერის დეტალები ვერ შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები