Aa
Aa

გაბრაზებული ვალვერდე და ახალი კანდიდატი - „ბარსა" პოჩეტინოს უმიზნებს

კატალონიური რადიო, RAC1 სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების ნომერ პირველი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინო გახლავთ.

RAC1-ის მიხედვით, ჩავის პასუხის შემდეგ, ხოსეპ მარია ბართომეუმ ყურადღება არგენტინელ სპეციალისტზე გადაიტანა. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს კლუბის მმართველი საბჭოც მხარს უჭერს. და რაც მთავარია, პოჩეტინოს დანიშვნას ფეხბურთელებიც მიესალმებიან.

გავრცელებულ ცნობებს Mundo Deportivo-ს ინფორმაციაც ამყარებს. კატალონიური გაზეთი წერს, რომ „ესპანიოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩისას პოჩეტინო ბართომეუს, აბიდალსა და პლანესს შეხვდა.

იმავე Mundo Deportivo-ს თქმით, „ბლაუგრანას“ პირველი პირი დღეს ერნესტო ვალვერდესთან სამომავლო გეგმებს განიხილავს. ესპანელ სპეციალისტს აინტერესებს რა მდგომარეობაში იმყოფება და სურს „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა მიმართ მათი ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, უკმაყოფილება გამოხატოს. ვალვერდემ მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაბრაზებულია და დასძინა, რომ მისი აზრით კლუბი მას სათანადოდ არ იცავს.

საინტერესოა, რომ შექმნილ სიტუაციას ანდრეს ინიესტაც გამოეხმაურა. „ბარსელონას“ ლეგენდამ ვალვერდე დაიცვა და განაცხადა, რომ კლუბი ღირსეულად არ იქცევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები