რემსი:
Aa
Aa

რემსი: "უელსს ფინალში გასვლა, ჩემ გარეშეც შეუძლია"...

უელსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი აარონ რემსი "ევრო 2016"-ის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება. ბელგიასთან გამარჯვების შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გული დამწყდა, როცა მსაჯის ხელში ყვითელი ბარათი დავინახე. მინდოდა გუნდს 1/2 ფინალშიც დავხმარებოდი, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლი, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მჯერა, რომ ბიჭებს პორტუგალიის დამარცხება ჩემ გარეშეც შეუძლიათ და თუ ეს მოხდება, ისტორიულ მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღა იქნება". - ავრცელებს რემსის სიტყვებს BBC. 

"არსენალის" 25 წლის შუახაზელს მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. 

რემსის მსგავსად, დისკვალიფიკაციის გამო პორტუგალიასთან შეხვედრას, ბენ დევისიც გამოტოვებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები