პრაქტიკულად სეზონი დაასრულა - ლუის სუარესი 4 თვეს გამოტოვებს
Aa
Aa

პრაქტიკულად სეზონი დაასრულა - ლუის სუარესი 4 თვეს გამოტოვებს

"ბარსელონას" ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს დღს ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც დადგინდა, რომ აღდგენით პროცესს 4 თვე დასჭირდება.

"ბარსას" ძალიან რთული დრო უდგას, კლუბი მწვრთნელის დათხოვნას გეგმავს და ამ ყველაფერს ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვაც დაემატა.

სუარესს მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებდა და მას ეს დაზიანება "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გაუმიზეზდა. საბოლოოდ "ელ პისტოლერო" მკურნალობით ვერ გამოძვრა და მას ოპერაცია დასჭირდა.

ამ მეტად სამწუხარო ინფორმაციას "ბარსელონას" ოფიციალური გვერდიც ადასტურებს.

უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იაქტიურებს და ახალ ფორვარდს დაიმატებს. ამ მომენტისთვის ნომერ პირველი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია, თუმცა შუა სეზონში ანტონიო კონტე მის ერთ-ერთ ლიდერს არ დათმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები