Aa
Aa

გუარდიოლა გრილიშით დაინტერესდა - "სიტის" ახალი სამიზნე

Metro-ს ინფორმაციით, ბირმინჰემის „ასტონ ვილას“ ათიანის ჯეკ გრილიშისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტიც“ ჩაერთო.

წყაროს ცნობით, ინგლისელით პეპ გუარდიოლა დაინტერესდა და ზაფხულში მის გადმობირებას განიხილავს.

გრილიშისთვის ინგლისში არაერთი კლუბი იბრძვის და ყველა ხვდება, რომ „ასტონ ვილაში“ ეს მისი ბოლო სეზონი იქნება.

24 წლის ფეხბურთელი ტრანსფერმარკეტზე 35 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა სეზონის ბოლოს მისი ფასი გაცილებით დიდი იქნება.

გრილიში „ვილას“ ჩემპიონშიფითად პრემიელრიგაში გადმოსასვლელად დაეხმარა და გუნდის უდაო ლიდერადაც ითვლება. მის ანგარიშზე 168 შეხვედრაში 23 გოლი და 29 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები