შეუდარებელი გოგა! ბითაძემ G ლიგაში გაიბრწყინა!
Aa
Aa

შეუდარებელი გოგა! ბითაძემ G ლიგაში გაიბრწყინა!

„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე G ლიგაში კიდევ ერთხელ გაუშვა. გამთენიისას ქართველმა ცენტრმა „ფორტ უეინ მედ ენთსის“ რიგებში თავისთვის მესამე და საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

„უინდი სითი ბულსის“ წინააღმდეგ გოგამ პარკეტზე 44 წუთი გაატარა და სამმაგ დუბლამდე სულ რაღაც ორი დაფარება დააკლდა. ბითაძემ 25 ქულა, 20 მოხსნა, 8 დაფარება, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ჩვენებურმა 19-დან 10 ტყორცნა(4-დან 1 სამიანი) და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

გოგას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, „ფორტ უეინი“ 120-112 დამარცხდა. „მედ ენთსის“ კალათბურთელებმა პი ჯეი დოზიერის შეჩერება ვერ მოახერხეს, რომელიც 32 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ „მედ ენთსი“ G ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს და 7 მოგებითა და 14 მარცხით მე-13 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები