ტოტენჰემი 0:1 ლივერპული - კლოპის გუნდის გამარჯვება და რეკორდი! (VIDEO)
Aa
Aa

ტოტენჰემი 0:1 ლივერპული - კლოპის გუნდის გამარჯვება და რეკორდი! (VIDEO)

პრემიერლიგის 22-ე ტურში ცენტრალური ჯახი ლონდონში შედგა, „ტოტენჰემმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

კლოპის გუნდმა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო.

კეინის გარეშე დარჩენილმა მოურინიომ საოცარ ფორმაში მყოფ „მერსისაიდელებს“ ვერაფერი მოუხერხა და 37-ე წუთზე ბობი ფირმინოს გოლის შედეგად უქულოდ დარჩა.

„ლივერპულმა“ ამ გამარჯვების შემდეგ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. 22 ტურის შემდეგ ინგლისში დღემდე 61 ქულა არავის მოუგროვებია!

მომდევნო ტურში „ენფილდზე“ კიდევ უფრო განსაკუთრებული მატჩი შედგება - „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები