პრემიერლიგა: 7 გოლი - მანჩესტერმა და ჩელსიმ მარტივად მოიგეს (VIDEO)
Aa
Aa

პრემიერლიგა: 7 გოლი - მანჩესტერმა და ჩელსიმ მარტივად მოიგეს (VIDEO)

პრემიერლიგის 22-ე ტურში თავიანთი მატჩები საკმაოდ მარტივად მოიგეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ჩელსიმ“.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა საკუთარ კედლებში აუტსაიდერ „ნორვიჩს“ შანსი არ დაუტოვა და 4:0 დაამარცხა.

დუბლის ავტორი გახდა მარკუს რაშფორდი, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს და გუნდის უდაო ლიდერია.

თითო გოლი ენტონი მარსიალისა და მეისონ გრინვუდის ანგარიშზეა.

სულშერის გუნდი 34 ქულით მე-5 პოზიციაზე და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

„წითელი ეშმაკების“ უშუალო კონკურენტმა „ჩელსიმ“ „ბარნლის“ ყველაფერი საწყის 50 წუთში დაუმთავრა.

ჟორჟინიოს, აბრაჰამისა და ჰადსონ-ოდოის გოლებით ფრენკ ლამპარდის გუნდმა აუცილებელი 3 ქულა გაიფორმა და „მანჩესტერ იუნიატედთან“ 5 ქულიანი ფორა შეინარჩუნა.

„არისტოკრატები“ მოწინავე სამეულს მოწყვეტილები არიან და მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში „ჩელსისთან“ ერთად „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“ იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები