როჯერსი: „ლივერპულს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი აქვს
Aa
Aa

როჯერსი: „ლივერპულს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი აქვს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებთან ამ სეზონში საკუთარი გუნდის ოთხეულში შესვლის შანსები შეაფასა.

 

„ჩემპიონთა ლიგა? ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. რათქმაუნდა ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე არვართ დამოკიდებულნი, თუმცა როგორც შარშანდელმა ჩემპიონატმა აჩვენა, სეზონის ფინიშისკენ სატურნირო ცხრილში ბევრი რამ იცვლება. ასე, რომ ჩვენ საკუთარი მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

 

ამ მომენტში „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია უკავია და მე-4 ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები