იანგი სერია ა-ში - პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია
Aa
Aa

იანგი სერია ა-ში - პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით ეშლი იანგი კარიერას მილანის ''ინტერში'' გააგრძელებს. ინგლისელი მილანურ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და მისი სერია ა-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

34 წლის იანგი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, საერთო ჯამში კი ინგლისის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ეროვნულ გუნდში 39 მატჩი აქვს ჩატარებული, ''უოტფორდის'' საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამავე გუნდში დაიწყო პროფესიული კარიერა, 2007 წელს კი ''ასტონ ვილაში'' გადაბარგდა.

2011 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა ''ოლდ ტრაფორდზე'' მიიწვია და მას შემდეგ ''წითელი ეშმაკების'' ღირსებას იცავს.

იანგმა პრემიერ ლიგაში 369 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი შეაგდო და 69 საგოლე გადაცემა შეასრულა. გამოცდილი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, 2012-13 წლების სეზონში გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები