Aa
Aa

"ბარსა" რთულ მდგომარეობაში - სუარესი დიდი ალბათობით 6 კვირით იუქმებს

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხი „ბარსელონას“ ორმაგად ძვირი უჯდება.

ტიტულთან ერთად „ბარსა“ ლუის სუარესსაც კარგავს. როგორც ცნობილია, ურუგვაელს მუხლის ქროიკული ტრავმა აწუხებს და ამჯერად ის მკურნალობით ვერ გამოძვრება, „ელ პისტოლეროს“ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 6 კვირა გაუცდება.

ესპანური AS-ის ცნობით, სუარესის ოპერაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ამის საკმაოდ დიდი შანსი არსებობს.

ოპერაციის შემთხვევაში ლუის სუარესი შემდეგ მატჩებს გამოტოვებს:

ბარსელონა - გრანადა, 19 იანვარი

ვალენსია - ბარსელონა, 25 იანვარი

ბარსელონა - ლევანტე, 2 თებერვალი

ბეტისი - ბარსელონა, 9 თებერვალი

ბარსელონა - ხეტაფე, 16 თებერვალი

ბარსელონა - ეიბარი, 23 თებერვალი

სუარესი ასევე გამოტოვებს სამეფო თასის მატჩებსაც და სავარაუდოდ ნახევარფინალისთვის მზად იქნება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ურუგვაელი მერვედფინალებისთვის „ნაპოლისთან“ მატჩებს სრულ ზადყოფნაში შეხვდება.

„ბარსელონას“ შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობოლემები აქვს. გუნდს შეტევაში მესი, გრიზმანი და 17 წლის ანსუ ფატი რჩება, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. მუდამ ტრავმირებულ დემბელეს იმედად გუნდი ვერ იქნება. შესაძლოა კლუბმა პოზიცია შეიცვალოს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას იაქტიუროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები