Aa
Aa

ვიდალის ბედი ერნესტო ვალვერდეს მომავალზეა დამოკიდებული

ესპანური Mundo-ს ცნობით, „ინტერი“ არტურო ვიდალს არ ეშვება და მის შეძენას იანვარიშვე ცდილობს.

წყაროს თანახმად, იტალიური კლუბი ერნესტო ვალვერდეს ირგვლივ არსებულ მოვლენებს აკვირდება და მის დათხოვნას ელოდება.

„ინტერს“ იმედი აქვს, რომ ვალვერდეს დათხოვნის შემთხვევაში ვიდალს მარტივად შეიძენს, რადგან მისი გუნდში დარჩენის მთავარი მომხრე სწორედ ბასკი სპეციალისტია.

არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელიც „ბარსას“ მხრიდან ზამთარში ახალი ცენტრალური ნახევარმცველების დამატებას ეხება.

კატალონიელები დანი ოლმოსა და მატეუს ფერნანდესს აკვირდებიან. თუ, „ბარსა“ რომელიმე მათგანის შეძენას შეეცდება დიდი შანსია ამის შემდეგ ვიდალის გაყიდვას დათანხმდეს.

მომდევნო კვირაში „ინტერი“ „ბლაუგრანას“ მორიგ შეთავაზებას გაუკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები