Aa
Aa

მილანური შეხვედრების შედეგი - მოლაპარაკებებში აშკარა პროგრესია

მილანის „ინტერსა“ და კრისტიან ერიქსენის წარმომადგენლებს შორის სატრანსფერო მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის.

დანიელი გამთამაშებლის ოფიციალური პირები უკვე მეორე დღეა ლომბარდიის მთავარ ქალაქში იმყოფებიან და „ნერაძურისთან“ მოლაპარაკებებს ადგილზე მართავენ.

როგორც Sky Sport Italia-ს სატრანსფერო ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, მხარეებს შორის საუბარი პოზიტიურ ნოტაზე მიმდინარეობს და პროგრესიც სახეზეა. დი მარციოს თქმით, „ინტერის“ ხელმძღვანელებმა ერიქსენის აგენტს მნიშვნელოვანი შეთავაზება გაუკეთეს, ამიტომაც საქმე იმაზე გაცილებით სერიოზულადაა ვიდრე - წინა დღეებში.

„ტოტენჰემი“ ერიქსენის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ, „ინტერი“ სწორედ „დეზებს“ უნდა დაელაპარაკოს.

აქვე გეტყვით, რომ მილანელები მოლაპარაკებებს ოლივიე ჟირუს ტრანსფერზეც აგრძელებენ და მის გადაბირებასთან ერთ ნაბიჯში არიან - შესათანხმებელი „ჩელსისთან“ სატრანსფერო თანხა რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები