Aa
Aa

Skysports: რეინა "ასტონ ვილაში" ითამაშებს!

„ასტონ ვილამ“ „მილანთან” პეპე რეინას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. Skysports-ის ინფორმაციით, ინგლისურმა მხარემ მოლაპარაკებები უკვე დაასრულა და 37 წლის გოლკიპერს „ვილა პარკზე“ ელოდებიან.

ესპანელის გადაბირების მიუხედავად, კვირას გასამართ პრემიერლიგის მატჩში, რომელშიც ბირმინგემელები „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან, მათ კარს კვლავ ორლან ნაილანდი დაიცავს. რეინას ნისლიან ალბიონზე ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან ფორმალურ დეტალებსღა შეათანხმებს.

შეგახსენებთ, რომ პეპე რეინას კარიერის უდიდესი ნაწილი „ლივერპულის“ რიგებში აქვს გატარებული, რომლის მაისურითაც 285-ჯერ ითამაშა. ვეტერანი პირენეელი 2018 წლიდან „მილანის“ სათადარიგო მეკარე გახლდათ და მისი კარი მხოლოდ 5 შეხვედრაში დაიცვა.

მილანელები მის შემცვლელად, კიდევ ერთი ვეტერანის, ემილიანო ვივიანოს გადაბირებას გეგმავენ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები