Aa
Aa

„იუვენტუსის" ახალი სამიზნე - ყველაფერი დონარუმას ტრანსფერისთვის!

ტურინის „იუვენტუსი“ „მილანის“ პერსპექტიული გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებას გეგმავს. ამ ინფორმაციას SportMediaset ავრცელებს.

იტალიური ტაბლოიდის თანახმად „ბიანკონერიმ“ გადაწყვიტა ყველა რესურსი 20 წლის მეკარის ტრანსფერისკენ მიმართოს. „ბებერი ქალბატონი“ „როსონერის“ კარის დარაჯს ვოიცეხ შესნის შემცვლელად მოიაზრებს.

დონარუმას „შავ-წითლებთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. Calciomercato წერს, რომ ჯიჯის აგენტი, მინო რაიოლა უახლოეს დღეებში „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„როსონერი“ თანახმაა დონარუმას ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კიპერი ხელფასის შემცირებას დათანხმდება. SportMediaset-ის ცნობით კი „იუვეს“ სურს ამ სიტუაციით ისარგებლოს და დონარუმას სარფიანი წინადადებით მიმართოს. „ბიანკონერი“ აპირებს იტალიელ მეკარეს 5-წლიანი კონტრაქტი და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 9 მილიონი ევრო შესთავაზოს. გარდა ამისა, თუ საჭიროება მოითხოვს, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა ვოიცეხ შესნი გაყიდოს და მიღებული თანხა დონარუმას ტრანსფერს მოახმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები