ლებრონის მორიგი მიღწევა - „მეფემ
Aa
Aa

ლებრონის მორიგი მიღწევა - „მეფემ" მაიკლ ჯორდანს გადაასწრო

ლებრონ ჯეიმსმა „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მორიგი კარიერული მიღწევა გაიფორმა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 31 წამით ადრე, „მეფემ“ „ლეიაპი“ გამოიყენა და პარკეტიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაადაასწრო.

ჯეიმსმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მისი მომდევნო კონკურენტი ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი გახლავთ, რომელსაც პარკეტიდან 12681 ბურთი აქვს ჩაგდებული.

აქვე გეტყვით, რომ ლებრონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „ლეიკერსმა“ „დალასი“ 129-114 დაამარცხა. „მეფე“ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრა 35 ქულით, 16 მოხსნით და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ჯეიმსის გარდა „ლეიკერსის“ რიგებში 26 ქულით კაილ კუზმა გამოირჩა. ჰოვარდმა და რონდომ კი 10-10 ქულა მიითვალეს.

„მავერიქსის“ დამარცხების შემდეგ, „მეფესა“ და კომპანიას 31 მოგება აქვთ. „ლეიკერსმა“ მიჯრით მეშვიდე შეხვედრაში იმარჯვა და წარმატებული სვლის გაგრძელებას „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ გასამართ გასვლით შეხვედრაში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები