O Jogo – „მანჩესტერმა“ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
Aa
Aa

O Jogo – „მანჩესტერმა“ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

გავლენიანი გამოცემა, O Jogo იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის გადაბირებით დაინტერესდა. პორტუგალიური გაზეთის მიხედვით „წითელმა ეშმაკებმა“ „სპორტინგთან“ მოლაპარაკებები დაიწყეს და შესაძლოა ოფიციალური წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართონ.

O Jogo-ს მიხედვით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები პორტუგალიურ გუნდს შეთავაზებას უმზადებენ და საქმეს სერიოზულად უდგებიან. „სპორტინგი“ ფერნანდეშის გასხვისების წინააღმდეგი არაა, თუმცა მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც პოლ პოგბა და სკოტ მაკტომინეი ლაზარეთში აღმოჩნდნენ.

ოლე გუნნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ზამთარში ჰავბექს დაიმატებს და თუ CalcioMercato-ს დავუჯერებთ ფერნანდეშის გარდა „წითელი ეშმაკები“ ფაბიან რუისისთვის ბრძოლაშიც ჩაერთვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები