Aa
Aa

კუტრონე "ფიორენტინას" უახლოვდება

ახალგაზრდა იტალიელი თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე 6-თვიანი განშორების შემდეგ სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა.

აპენინური გამოცემების მტკიცებით, „ფიორენტინამ“ „ვულვზთან“ გარიგების დეტალების შესახებ თითქმის უკვე მოილაპარაკა და მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობები რჩება. „ვიოლა“ 22 წლის ფორვარდს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანს, შემდეგ კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ფლორენციელებს გარიგება დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც ცუდი ვარიანტი არც „ვულვზისთვისაა“, რომელმაც კუტრონეს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადა.

პატრიკ კუტრონე ინგლისურ კლუბს ვერ მოერგო და მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა, მეტოქეთა კარში კი 3 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები