Aa
Aa

„ჩელსი" „ატლეტიკოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს იხდის?

ბრიტანული Evening Standard იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ ტომას ლემარის გადაბირების შანსი მიიღო. „ლურჯები“ შეტევის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთ ვარიანტად ფრანგ ფეხბურთელს განიხილავენ.

„არისტოკრატებს“ ზაჰას შეძენა სურდათ, თუმცა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის გადახდაზე უარი თქვეს. ლემარის ტრანსფერი კი უფრო რეალურია. თანაც „ატლეტიკო“ გაცილებით ნაკლებს ითხოვს.

Evening Standard წერს, რომ 24 წლის ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის წინააღმდეგი არაა. მადრიდული გრანდი კი მის განათხოვრებაზეც თანახმააა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, „ატლეტიკო“ ლემარს იჯარის წესით 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვებს, ხოლო ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი მის მსურველ კლუბს დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

„ნისლიან ალბიონზე“ „ჩელსის“ გარდა, ლემარს „ტოტენჰემს“ უკავშირებენ, თუმცა „დეზები“ მხოლოდ იჯარაზე არიან თანახმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები