Aa
Aa

Sun - „ტოტენჰემი" პიონტეკის ტრანსფერის თაობაზე „მილანს" შეუთანხმდა

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ კშიშტოფ პიონტეკის ტრანსფერის თაობაზე „მილანს“ შეუთანხმდა. „დეზები“ პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 23.8 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, ბონუსებით კი ეს თანხა 28 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პიონტეკი ლონდონურ კლუბთან 3 წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო 48 საათის განმავლობაში ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„დეზებმა“ კვალიფიციური ცენტრფორვარდის ძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი აპრილამდე იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ პიონტეკი „შავ-წითლების“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 18 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე გათამაშებაში კი თავი მხოლოდ 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები