Aa
Aa

Sun - „მანჩესტერთან" მატჩის შემდეგ გუარდიოლამ თავისი შეგირდები გააკრიტიკა

Sun-ის ინფორმაციით კარაბაოს თასზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 3-1-ით დამარცხების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ თავისი შეგირდები გააკრიტიკა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით 48 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ 6-ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგოთ.

გუარდიოლამ რამდენიმე მოთამაშის ინდივიდუალური გარჯა შეაქო, მაგრამ გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. გუარდიოლას აზრით „ქალაქელებმა“ „მანჩესტერს“ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსვლის უფლება მისცეს.

როგორც მოგეხსენებათ „სიტიმ“ პირველი ნახევარი სამბურთიანი ჰანდიკაპით მოიგო, თუმცა კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. მეორე ტაიმში კი მარკუს რაშფორდმა „ქალაქელთა“ კარი დალაშქრა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს იმედი ჩაუსახა.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თავისი შეგირდები გააკრიტიკა. დამარცხებულთა თავკაცმა, ოლე გუნნარ სულშერმა კი „იუნაიტედის“ ფეხბურთელები შეაქო. ნორვეგიელმა სპეციალისტმა მათ მეორე ნახევარში ნაჩვენები თამაში დაუფასა.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „მანჩესტერის“ განმეორებითი შეხვედრა 29 იანვარს, „ეტიჰედ სთედიუმზე“ გაიმართება. ფინალში კი ამ წყვილის გამარჯვებული „ლესტერსა“ და „ასტონ ვილას“ შორის საუკეთესოს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები