„რეალს უნდოდა ლივერპულში ომი დამეწყო
Aa
Aa

„რეალს უნდოდა ლივერპულში ომი დამეწყო" - ჯერარდმა წარსული გაიხსენა

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა ჯეიმი კარაგერის პოდკასტში საუბრისას წარსული გაიხსენა. „სტივი ჯიმ“ იმ გუნდებზე გააკეთა აქცენტი, რომლებსაც მისი გადაბირება სურდათ.

ჯერარდი „ენფილდის“ დატოვებასთან ყველაზე ახლოს 2005 წელს იყო, როცა მან ტრანსფერი მოითხოვა და „ჩელსიში“ წასვლას სერიოზულად განიხილავდა.

„ჩელსიში გადასვლით მოხიბლული ვიყავი, რასაც თან ჩემსა და რაფა ბენიტესს შორის არსებული ცივი ურთიერთობა დაერთო. უფრო მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ალბათ ამ ყველაფერს სააშკარაოზე არ გავიტანდით. თუმცა მეორე მხრივ საჭირო იყო რაც მოხდა, რადგან ლივერპულს უნდა გაეანალიზებინა რა ჰქონდა. ყოველთვის კარგია, როცა სხვა კლუბები გაფასებენ, მაგრამ ჩელსიში არ გადასვლას არ ვნანობ“.

ჯერარდმა „არისტოკრატებთან“ ერთად „რეალიც“ ახსენა.

„რეალს უნდოდა ლივერპულში ომი დამეწყო, რათა შემდგომში გუნდი დამეტოვებინა. ეს ერთადერთი გზა იყო“.

ამ დროს საუბარში კარაგერი ჩაერთო: „მახსოვს ერთხელ მითხარი, რომ რეალთან 4-0-ით მოგებული მატჩის შემდეგ, შენთან რაული მოვიდა და გკითხა: „შემოგვიერთდები"?

„სტივი ჯიმ" ყოფილ თანაგუნდელს ასე უპასუხა:„პატარა მცდელობა იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა".

ზემოხსენებულ გუნდებთან ერთად ჯერარდის ტრანსფერს „ბაიერნიც“ განიხილავდა.

„როგორც ფეხბურთელს გაინტერესებს უცხოური კლუბის მაისურის მორგება რა შეგრძნებაა. ევროპის ჩემპიონატზე ეს ინტერესი მკლავდა. თანაც შვაინშტაიგერი ფინიშის ხაზს უახლოვდებოდა და რამდენიმე სერიოზული სატელეფონო ზარი განვახორციელეთ. ბაიერნზე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: „ერთი წუთით! მე ლივერპულის კაპიტანი ვარ. სხვა გუნდში რატომ უნდა წავიდე? უკვე დიდ კლუბში ვარ. 24-25 წლის ასაკში ასე არ ვფიქრობდი. ასეთი აზროვნება გამოცდილებასთნ ერთად მოვიდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები