Aa
Aa

„რეალი" ლაუტაროსთვის ბრძოლაში ჩაერთო

კატალონიური გამოცემა, Sport იუწყება, რომ „რეალი“ ლაუტარო მარტინესისთვის ბრძოლაში ჩაერთო. „სამეფო კლუბი“ მზადაა კონკურენცია „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუწიოს.

ლუკა იოვიჩის ფიასკოს შემდეგ, „ბლანკოსს“ შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურს და არჩევანი სწორედ ლაუტაროზე შეაჩერა.

თუ მადრიდული გრანდი მარტინესის გადაბირება ზამთარში შეეცდება, მის სანაცვლოდ 94 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. თუმცა ეს ყველაფერი არაა. Sport-ის ცნობით „რეალის“ ხელმძღვანელებმა „ინტერის“ მესვეურთა“ დარწმუნებაც უნდა მოახერხონ, რომლებიც ახალგაზრდა არგენტინელის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„ინტერმა“ ლაუტარო 2018 წელს შეიძინა და მის სანაცვლოდ 22.7 მილიონი ევრო გადაიხადა. სამხრეთ ამერიკელმა „ნერაძურის“ მაისურით 58 მატჩი ჩაატარა და 23 გოლთან ერთად 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები