Aa
Aa

ლობოტკა "ნაპოლის" უახლოვდება - წინ მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპია

„ნაპოლისა“ და ვიგოს „სელტას“ შორის, სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერის თაობაზე, აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეებს შორის დიალოგი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ბოლო ინფორმაციით, ნეაპოლელებმა თავიანთი შეთავაზება დაახლოებით 25 მილიონ ევრომდე გაზარდეს.

წამყვანი იტალიური გამოცემების თქმით, „ნაპოლი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ახლავე ჩამოდის, 5 მილიონ ევრომდე ბონუსებს კი ეტაპობრივად გადაიხდის.

„პარტენოპეისთვის“ ლობოტკა პრიორიტეტული ვარიანტია და „სტადიო სან პაოლოზე“ გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს. 25 წლის სლოვაკმა შუახაზელმა ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი სწორედ სატრანსფერო მოლაპარაკებების გამო გამოტოვა.

აქვე დავამატოთ, რომ „ნაპოლი“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველის, დიეგო დემეს დამასტებასთან ძალიან ახლოსაა. Sport Italia-ს გავლენიანი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, 28 წლის საყრდენი უახლოეს დღეებში ნეაპოლში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები