Aa
Aa

რუისი იანვარშივე? - "რეალი" მუშაობას იწყებს!

მადრიდის „რეალი“ ფაბიან რუისის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას იანვარშივე გეგმავს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ წინადადებას ამზადებს, რომლითაც „ნაპოლის“ უახლოეს პერიოდში მიმართავს.

როგორც ირკვევა, მადრიდელები ნეაპოლელთათვის 70 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ, „ნაპოლი“ კი რუისს ამ ეტაპზე სწორედ ამდენად აფასებს.

მეორე მხრივ, „ბლანკოსს“ ოპერაციის დაჩქარება სურს, რადგან იტალიური კლუბი ახალგაზრდა ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ლაპარაკობს, რათა სატრანსფერო ფასი გაზარდოს.

ფაბიან რუისს „პარტენოპეისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან გასულ ზაფხულს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები