ოფიციალურად: ნეიმარმა
Aa
Aa

ოფიციალურად: ნეიმარმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა!

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს წამყვან სპორტულ პრესაში გაჩნდა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელმა ლიდერმა ნეიმარმა კლუბთან ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ 24 წლის ბრაზილიელი "ნოუ კამპზე" 2021 წლამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი, არც მეტი, არც ნაკლები, 210 მილიონი ევრო იქნება! ბოლო პერიოდში ნეიმარი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა ამ კონტრაქტით ყოველგვარ ჭორებს წერტილი დაესვა.

ნეიმარმა გასულ სეზონში "ბარსას" მაისურით 49 მატჩში 31 გოლი შეაგდო. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები