„რაშფორდის გამო ძალიან ვწუხვარ...
Aa
Aa

„რაშფორდის გამო ძალიან ვწუხვარ... "სიტიში" ის სეზონში 40 გოლს გაიტანდა"

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა მანჩესტერული დერბის შემდეგ მარკუს რაშფორდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „სიტის“ რიგებში გაცილებით მეტ გოლს გაიტანდა.

„რაშფორდის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მას რომ „სიტის“ რიგებში ეთამაშა სეზონში 40 გოლის გატანას შეძლებდა.

ცხადია, რომ რაშფორდი მარსიალთან, დენიელ ჯეიმსთან და ჯესი ლინგარდთან ერთად კარგად გამოიყურება. ისინი შეტევაში კარგად მოქმედებენ, მაგრამ ხანდახან კონტრშეტევაზე თამაში არ გამოდის.

შეხედეთ „სიტის“ ნახევარდაცვას და შემდეგ „მანჩესტერისას“. არანაირი შეურაცხყოფა, უბრალოდ „ქალაქელთა“ რიგებში კევინ დე ბრუინის პირველი გადაწყვეტილება ყოველთვის წინ პასია.

„იუნაიტედის“ თამაში ყოველთვის ძალიან ფრთხილია. ისინი თითქოს ასე თამაშობენ - „მე არ მინდა, რომ შეცდომა დავუშვა“. შეხედეთ „სიტის“ მოთამაშეებს, ისინი ყოველთვის უტევენ და გადაცემას წინ აკეთებენ“.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდსი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2005-2015 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები