Aa
Aa

მეტი ნდობა ვალვერდეს - "რეალი" პოგბას ზაფხულში მიუბრუნდება

ბრიტანული The Sun-ი ესპანურ Marca-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლ პოგბა სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაასრულებს.

ფედე ვალვერდეს პროგრესიდან გამომდინარე „რეალმა“ გადაწყვიტა შუა სეზონში ახალი ნახევარმცველი აღარ დაიმატოს.

პოგბას ტრანსფერზე მუშაობა ზაფხულში განახლდება და სავარაუდოდ მას „რეალის“ რომელიმე ნახევარმცველი შეეწირება. საუბარია მოლაპარაკებებში ისკოსა და კროოსის ჩართვაზე. ასევე არის გარეთ ბეილის ვარიანტიც.

გარკვეულ თანხასთან ერთად მადრიდელები „მანჩესტერს“ ხსენებული 3 მოთამაშიდან ერთ-ერთს დაუთმობენ.

2020 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესი შემადგენლობის გვარიანად გადახალისებას გეგმავს და განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვის ხაზს შეეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები