Aa
Aa

40 მილიონს პლუს ჟირუ - „ჩელსის" შეტევის გაძლიერება სურს

The Sun-ის ცნობით „ჩელსი“ შემადგენლობის გაძლიერებას მუსა დემბელეს გადაბირებით გეგმავს. ეს უკანასკნელი „ლიონის“ ღირსებას იცავს და ფრანგული გრანდი ზამთარში მის გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავს.

თუმცა „არისტოკრატები“ დანებებას არ აპირებენ და სარფიან წინადადებას ამზადებენ. The Sun გვაუწყებს, რომ „ლურჯები“ „ლიონს“ 40 მილიონ ფუნტთან ერთად ოლივიე ჟირუს შესთავაზებენ.

დემბელეს გარდა ლონდონელებს კვალიფიციური მარცხენა მცველის შეძენაც სურთ. ემერსონმა და მარკოს ალონსომ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს და ფრენკ ლამპარდი მათ შემცვლელზე ფიქრობს.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელმა სპეციალისტმა თვალი „ატალანტას“ უკანახაზელს, რობინ გოსენსს დაადგა. საგულისხმოა, რომ „ჩელსი“ მარკოს ალონსოს შენარჩუნებას არ აპირებს და მზადაა მის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები